“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის სოფლების: შროშის, ფუთისა და ალევარდის მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.
„ვცდილობ, პირადად გავესაუბრო მოქალაქეებს, გავუზიარო ჩემი მოსაზრებები და ერთად დავგეგმოთ სამომავლო ნაბიჯები,“- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.