LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თამუნა მუსერიძე: „ჩემმა ქმარმა ძალიან ივაჟკაცა, რომ ჩემს ახლად გაცნობილ ნათესავებთან დაახლოება გამმარტივებოდა… ადამიანის გვერდში დგომას დიდი მნიშვნელობა აქვს…“

412
თამუნა მუსერიძე

თამუნა მუსერიძე „ინსტაგრამის“ „სთორიში“ გვიყვება იმის შესახებ, თუ რა როლი ითამაშა და როგორ დაუდგა გვერდში მეორე ნახევარი, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე ბიოლოგიური მშობლების პოვნაში.

„დავბრუნდით სამეგრელოდან, ბავშვს სკოლა ეწყებოდა და ამიტომ დავბრუნდით, თუმცა ბავშვიც და სანდროც ისე გაერთნენ, წამოსვლა არ გვინდოდა. ვიღაცები მეხუმრებოდნენ, შენ ნათესავები იპოვე და ნათესავებმა – სანდროო. ყველაზე კარგი დრო, მგონი, სანდრომ ატარა, რადგან თავს გრძნობს ისე, როგორც საკუთარ სახლში…“

„და ზოგადად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის გვერდში დგომას. ნათესავების გარდა, რომლებიც ნაპოვნი მყავდა, ძალიან დიდი წვლილი იმაში, რომ ბევრად უფრო გამიმარტივდა ახალგაცნობილ ნათესავებთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ჩემმა ქმარმა შეიტანა. ბევრად უფრო კომუნიკაბელურია, ვიდრე მე. მე ასე მარტივად ვერ შევდივარ კონტაქტში, შეიძლება, ასე არ მეტყობა, მაგრამ ძალიან მიჭირს პირველი ნაბიჯების გადადგმა. სანდრომ ძალიან ივაჟკაცა და დიდი გავლენა მოახდინა იმაზე, რომ მე ასე გამიმარტივდა დაახლოვბა ჩემს ნათესავებთან…“

ვიდეო: რატომ ვერ ჰყვება ბიოლოგიური მშობლების შესახებ ინტერვიუში თამუნა მუსერიძე: „ერთი ქალბატონის ფოტო გავრცელდა და წერია, რომ ის დედაჩემია…“

„გოგოები მამებს რომ ემსგავსებიან ხოლმე, ცოცხალი მაგალითი ხარ“, „მამის ასლი ხარ“ – თამუნა მუსერიძე მამის ახალგაზრდობის ფოტოს გვიზიარებს

ვიდეო: თბილი ფოტო დასთან ერთად და მეუღლის მხიარული აჭარული ცეკვა – თამუნა მუსერიძე სამეგრელოდან კადრებს გვიზიარებს

„დასაც შევხვდი“ – თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დასთან პირველი შეხვედრის კადრებს აქვეყნებს

„ზუსტად ათი წუთია რაც ჩამოვედი და უკვე ჯორკოზე დამსვეს და ხელში სანაყი მომცეს, უნდა დანაყოო“ – თამუნა მუსერიძე დის სახლიდან სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g