მსოფლიოში ყველაზე მრავალფეროვანი ბუნება ბრაზილიას აქვს. საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სააგენტო Travel and Tourism-ის ექსპერტებმა ჩაატარეს ტრადიციული კვლევა, რათა ყველაზე მდიდარი ბუნების მქონე ქვეყნების რეიტინგი შეედგინათ. კვლევაში სულ 136 ქვეყანა მონაწილეობდა და მთავარი კრიტერიუმები – ცხოველთა და მცენარეთა სახეობების სიმრავლე, რეგიონის ეკოლოგია და ასევე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული ობიექტების რაოდენობა იყო. გასული წლის მსგავსად, სიაში ლიდერობა ბრაზილიამ არავის დაუთმო, შემდეგი პოზიციები კი მექსიკამ, კოსტა-რიკამ, პერუმ, ჩინეთმა, ავსტრალიამ, ტაილანდმა, ტანზანიამ და ესპანეთმა დაიკავეს. რაც შეეხება რეიტინგის ბოლო პოზიციებს, ის ბაჰრეინმა და მოლდოვამ გაინაწილეს.
https://lenta.ru/news/2017/05/10/natural/