LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღია მმართველობის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზეა, რითაც ევროკავშირისა და ნატოს წევრ 7 სახელმწიფოს და ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას უსწრებს

222
„გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“

მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემთა ბაზა“ ღია მმართველობის ინდექსს აქვეყნებს, რომელიც „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ 11 წლიანი კვლევის შედეგებს ეფუძნება.

ღია მმართველობის შეფასების 100% იანი სისტემით, საქართველომ 59% დაიმსახურა და ბრაზილიასთან და ინდოეთთან ერთად თანაბარი შეფასებით, მსოფლიოში  41-ე პოზიციაზეა.

ინდექსის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველო ღია მმართველობით უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 7 ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს: პოლონეთს, ბულგარეთს, უნგრეთს, ალბანეთს, თურქეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ბოსნია ჰერცეგოვინას, მოლდოვას და უკრაინას. 

საქართველო ლიდერია მეზობელ ქვეყნებს შორის, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g