LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2000-იანი წლების ყველაზე ცხელი წყვილი“ – რატომ დაშორდა ჯეი ლო Puff Daddy-ის – ჯენიფერ ლოპესის მორიგი მამაკაცი წარსულიდან

396
page

ჯენიფერ ლოპესის „ექსების“ შესახებ საზოგადოების ინტერესი საკმაოდ დიდია. კარიერულად შემდგარ ჯეი ლოს სასიყვარულო ურთიერთობებში აშკარად არ უმართლებს და ამის მიზეზი ჯერჯერობით ვერავინ ამოხსნა.

არტისტის ანგარიშზე ოთხი წარუმატებელი ქორწინება, რამდენიმე ჩაშლილი ნიშნობა და უამრავი ცხელი რომანია.

„როდესაც, ვინც მიგატოვა, ისიც მიატოვეს“ – ალექს როდრიგესი ფოტოებს ავრცელებს

ამჯერად მედიის ყურადღება ჯეი ლოს ექსმა, შორეული 2000-იანი წლებიდან, Puff Daddy-მ მიიპყრო, რომელიც, სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის წინ, ქალებზე ძალაობის ბრალდებით დააპატიმრეს.

ჯენიფერ ლოპესმა და რეპერმა ერთმანეთი 1999 წელს, კლიპის, If You Had My Love გაიცნეს. წყვილი მალევე გამოჩნდა ერთად საჯაროდ და ყველაზე ცხელი წყვილის ტიტულიც მოიპოვა. ჯეი ლო მის ყველა კონცერტს ესწრებოდა და მასთან უამრავ ფოტოსაც იღებდა. წყვილის რომანი ორი წელი გაგრძელდა. ინსაიდერები აცხადებდნენ, რომ დაშორების ინიციატორი თავად ჯენიფერი იყო, მიზეზის შესახებ არტისტმა თავად, ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.

„მე მას კისერზე არასდროს ვეკიდებოდი… დეტალები არ ვიცი, თუმცა გულის სიღრმეში, მუდამ ვიცოდი, რომ ის მე მღალატობდა. ის მეუბნებოდა, რომ ღამის კლუბში მიდიოდა და მთელი ღამით და დღით იკარგებოდა. ბოლოს დავფიქრდი, მინდოდა თუ არა, 10 წლის შემდეგ, შვილებით ხელში, ღამით მარტო ყოფნა და მამაკაცის ლოდინი“, – განაცხადა ლოპესმა.

საბოლოოდ, ჯენიფერის მომავალი მაინც ასეთი სევდიანი აღმოჩნდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ რეპერთან დაშორებიდან მალევე, ჯეი ლო თავისის ცხოვრების უმთავრეს მამაკაცს, ბენ აფლეკს შეხვდა, რომელთანაც კავშირი დღემდე გრძელდება.

მართალია, „ბენიფერმა“ ფიასკო უკვე მეორედ განიცადა, თუმცა, ჯეი ლოსთვის ის, მაინც უმთავრეს სიყვარულად რჩება.

„აი ასეთი ტემპერამენტი სჭირდებოდა ჯეი ლოს და სანაცვლოდ ეს გაუგებარი მამაკაცი შერჩა ხელში“ – მარკ ენტონის ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

„ჯეი ლოს ელოდა ამდენი წელი“ – ჯენიფერ ლოპესის პირველი ქმარი, ოხანი ნოა გააქტიურდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები