ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, ერთ-ერთი 16 სართულიანი კორპუსის ლიფტის შახტაში შუა ხნის კაცი ჩავარდა და დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ამავე კორპუსში დასაქმებული იყო.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო, სამაშველო, სახანძრო და პოლიციის ეკიპაჟები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.