LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ხვიჩია: „იმედი მაქვს, ხაზარაძე-გახარიას საშველი დაადგებათ და „ჰეფი ენდით“ დაასრულებენ პოლიტიკურ საქორწილო კამპანიას, პრეზიდენტი ხვდება, რომ მაჭანკალსაც ბლომად ფული შეხვდება“

142
სალომე ზურაბიშვილი; მამუკა ხაზარაძე; გიორგი გახარია და იაგო ხვიჩია

„ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ასეთი პოლიტიკური საქორწილო დრამა არავის მოუწყვია. ეს მაგონებს მაჭანკლობის პროცესს, როდესაც ქალბატონები სხვადასხვა არგუმენტით ერთ ან ორ დღეს იღებენ მოსაფიქრებლად“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

აღნიშნულით ხვიჩია მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიების შესაძლო გაერთიანების საკითხს გამოეხმაურა და თქვა:

„ამდენი ხნის განმავლობაში ამაზე ლაპარაკობ, ამდენი ინსტიტუცია იყოს ჩარეული, რომ ყველაფერი ბედნიერად დამთავრდეს და შენ კიდევ ერთი დღე მოითხოვო, მაშინ როცა ნიშნობის ბეჭედს ელოდებიან შენს თითზე, ეს არაფერში წერია, თავისი შინაარსით ქართველი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა.

ბექა ოდიშარია: „ზურაბიშვილი არის ძალდატანებული ხანუმა, მაჭანკალი, რომელიც ამ უნიჭო დრამატურგიაში დამდგმელი რეჟისორის როლს ასრულებს – თითქოს მედიატორობს, გახარიას, ხაზარაძის და ზურაბიშვილის გარეშეც ყველაფერი გადაწყვეტილია“

„კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას შორის გაერთიანებაზე მოლაპარკებები მიმდინარეობს.“

იმედი მაქვს, ბოლოს და ბოლოს საშველი დაადგებათ და „ჰეფი ენდით“ დაასრულებენ ამ პოლიტიკურ საქორწილო კამპანიას“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას ურჩევდა, ძველი წყენები აღარ გაიხსენონ.

„ზურაბიშვილი არის ჩვეულებრივი უცხოპლანეტელი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რომელი ქვეყნის პრეზიდენტია” – გურამ მაჭარაშვილი

„რომანტიკულ ურთიერთობებში ხშირად არის შემთხვევა, როდესაც წარსულ წყენებს ივიწყებ, არ იხსენებ და შემდეგი კონფლიქტისას წამოაძახებ, მაგრამ ამას ჩვენს წყვილებს არ ვურჩევდი. მოდით, ძველი ამბავი იყოს დამთავრებული და ვუსურვებ წარმატებულ ქორწინებას.

პრეზიდენტი ხვდება, რომ მაჭანკალსაც ბლომად ფული შეხვდება ასეთი გარიგებიდან. შესაბამისად, სხვისი დავალებაც არ არის საჭირო, თვითონ დაავალებს საკუთარ თავს ასეთ შესაშურ საქმეს“. – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები