LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კესო ჩვენი მეზობელი იყო დიდ დიღომში…პენსიონერ ბებოს წამლებზე ფული აკლდებოდა, 3 დღის სამყოფი მაქვს, მერე რა ვქნაო ჩაილაპარაკა…კესომ ფარმაცევტს უთხრა 1 თვის სამყოფი გაუმზადეთ ყველა წამალიო…ადამიანი იყო“ – ელენე ნანობაშვილი

2283
2024-09-19_00-31-07_780212

დღეს მოკლული ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მეზობელი, ელენე ნანობაშვილი მასზე საოცარ ისტორიას იხსენებს:

„კესო ჩვენი მეზობელი იყო დიდ დიღომში…
ხშირად მხვდებოდა მაღაზიებში, აფთიაქში…
ბოლოს ჯი პი სი ში შემხვდა…
რიგში ვიდექით ერთად, პენსიონერ ბებოს ფული აკლდებოდა, 3 დღის სამყოფი მაქვს,მერე რა ვქნაო ჩაილაპარაკა…
კესომ ფარმაცევტს უთხრა 1 თვის სამყოფი გაუმზადეთ ყველა წამალიო…
ადამიანი იყო…
კეთილი ”ადამიანი”!!!“, – წერს ელენე ნანობაშვილი.

ცნობისთვის, თბილისში, დიდ დიღომში ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში მოკლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძე მეგობარმა მამაკაცმა მოკლა

„დამნაშავე აუცილებლად დაისჯება“ – შსს-ის ცნობით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა იდენტიფიცირებულია

კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი – არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული

ფოტო: „როცა მამსგავსებდნენ, ეგონათ ცუდს მეუბნებოდნენ…მშვიდობით კესო“ – შორენა ბეგაშვილის ემოციური წერილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g