LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუა: „გვიწევს ბრძოლა გადარჩენისთვის… ვუსამძიმრებ მებრძოლი ტრანსგენდერი ლამაზი ქალის ოჯახს, რომელიც მხარს უჭერდა მთელი სიცოცხლის მანძილზე თავი დაემკვიდრებინა, ისეთად როგორადაც გრძნობდა და განიცდიდა საკუთარ იდენტობას“

303
მაკა ჩიჩუა კესარიაზე

ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ქვეყანაში არსებულ ზოგად ფონზე საუბრობს.

მაკა ჩიჩუა მოკლული კესარია აბრამიძის ოჯახს უსამძიმრებს და წერს:

„ძალიან პატარა ქვეყანა, სადაც განსაკუთრებული სისასტიკით კლავენ ქალებს და აუპატიურებენ ბავშვებს, მოზარდებს, მოხუცებს, ცხოველებს… ( ყოველდღიურად)

„იქნებ დაფიქრდნენ ის ადამიანები ვინც ამხელა ზიზღს თესავს, რით არიან მათზე უკეთესები, იქნებ ღმერთი გცდით! შეუძლებელია ამხელა ზიზღში არსებობა! კესარია, რომელსაც არავისთვის არაფერი უვნია, საკუთარი თავი თავად შექმნა, ვისი შვილია?! ღმერთმა გააჩინა ასეთი!“ – ნათია ბანძელაძე

ქვეყანა, სადაც ძალადობა წაქეზებულია… დაუსჯელობა და შერჩევითი სამართალი კი წესად ქცეული..

ქვეყანა, სადაც კრიმინალური დაჯგუფებები მართავენ და წყვეტენ ქვეყნის მომავალს…

თბილისი კი ამ ფონზე „სიცოცხლით სავსე” ქალაქად არის წოდებული…

ბოლო დროს მიღებული კანონები კი ბოლომდე „აპრავებს” სიბოროტეს, კაცთმოძულეობას….

ქვეყანა საიდანაც ყველა გაქცევას ცდილობს

აი ასეთ ქვეყანაში გვიწევს ბრძოლა გადარჩენისთვის (ყველა გაგებით)…

ვუსამძიმრებ მებრძოლი ტრანსგენდერი ლამაზი ქალის ოჯახს, რომელიც მხარს უჭერდა მთელი სიცოცხლის მანძილზე თავი დაემკვიდრებინა, ისეთად როგორადაც გრძნობდა და განიცდიდა საკუთარ იდენტობას.“ – წერს მაკა ჩიჩუა.

„მოძალადეს არ უნდა გაუტარო, უნდა დაისაჯოს უმკაცრესად საწყისშივე.. ქალებს კლავენ კი ამ ქვეყანაშიც ქალობის გამო, ეჭვიანობის გამო, ტოქსიკური ურთიერთობის გამო.. არშემდგარი, მანიაკი კაცები“ – ნინა კობახიძე

ცნობისთვის, შსს-ის ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცია დაკავებული. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.

კესარია აბრამიძეს ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ის გუშინ საღამოს თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში იპოვეს მოკლული.

ძალიან პატარა ქვეყანა სადაც განსაკუთრებული სისასტიკით კლავენ ქალებს და აუპატიურებენ ბავშვებს , მოზარდებს , მოხუცებს ,…

Posted by Maka Chichua on Thursday 19 September 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g