LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხალხის წინააღმდეგ სანქციები კატეგორიულად მიუღებელია, მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის ხალხმა საფასური არ უნდა გადაიხადოს“ – თეონა აქუბარდია

140
თეონა აქუბარდია

„გახარია საქართველოსთვის“ წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ „ხალხის წინააღმდეგ სანქციები კატეგორიულად მიუღებელია, მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის ხალხმა საფასური არ უნდა გადაიხადოს“.

მისივე თქმით, არჩევნები უნდა იყოს შესაძლებლობა ხალხის მხრიდან ქვეყნის მომავლის განსასაზღვრად.

„იმ შემთხვევაში თუ ვითარება გაუარესდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ჩვენი ხელსაწყოების სხვადასხვა ელემენტი და თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება ერთ-ერთი მათგანია“ – პაველ ჰერჩინსკი

„მაგიდაზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი დევს „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის გამო – მინდა მივმართო ქართულ ბიზნესს, ხმა ამოიღეთ! კარგად იცით, რას ნიშნავს სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება!“ – გიორგი ვაშაძე

„ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის და ქმედების გამო საქართველოს ევროკავშირში წინსვლა არის შეჩერებული და ეს არის ფაქტი. ევროკავშირში თავისუფალი მიმოსვლის საკითხს საფრთხე სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ შეუქმნა და ამ საკითხზე უკვე იყო ევროკავშირის წევრების მხრიდან სამწუხარო საუბარი. ამას ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით ყოველთვის და ვამბობდით, რომ ხალხი არ უნდა დაისაჯოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო, არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი შესაძლებლობა ხალხის და მთავრობას ნების დაახლოებისკენ.

ჩვენი გუნდის, ისევე, როგორც ჩემი პირადი მიზანია, არათუ საფრთხე შევუქმნათ ევროკავშირში თავისუფლად მიმოსვლას, არამედ საქართველო წავიყვანოთ ევროკავშირში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ხალხის და მთავრობის პოზიცია იყოს ერთიანი და ხალხმა არ გადაიხადოს საფასური მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებისათვის, მით უფრო მაშინ, როდესაც არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ხალხის მხრიდან ქვეყნის მომავლის განსასაზღვრად“, – აღნიშნა აქუბარდიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g