LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხალხო, რატომ კადრულობთ მიცვალებულის ფოტოების ფრიალს მაშინ, როდესაც შვილმკვდარმა დედამ გთხოვათ ყველას, რომ არ გადაგეღოთ“ – თაია ჭიჭინაძის მიმართვა

1168
2024-09-23_01-25-15_016762

„პრაიმჰაუსის“ ყოფილი მონაწილე, თაია ჭიჭინაძე მისი მეგობრის მოკლული კესარია აბრამიძის დაკრძალვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

თაიას თქმით, კესარიას დედამ ყველას სთხოვა დაკრძალვაზე ფოტოები არ გადაეღოთ, თუმცა ხალხმა ეს თხოვნა არ გაითვალისწინა.

„მესმის, რომ საზოგადოების დიდი ინტერესია, მაგრამ ხალხო, რატომ კადრულობთ მიცვალებულის ფოტოების ფრიალს მაშინ, როდესაც შვილმკვდარმა დედამ გთხოვათ ყველას, რომ არ გადაგეღოთ…იმ ადამიანებს გვეცით პატივი, ვისაც გვიჭირს კესარიას ამ მდგომარეობაში ყურება“ – წერს თაია ჭიჭინაძე.

ცნობისთვის, მოკლული ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე გუშინ დაკრძალეს.

„20 ჭრილობიდან ყველაზე მეტი სახის არეში ჰქონდა.. ტიპი ფიქრობდა, თუ გადარჩებოდა კესარია და ვინმე შველას მოასწრებდა, სამუდამო იარებით ყოფილიყო“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

„მინდა, რომ ძალიან დიდხანს იცოცხლოს და გაიაზროს როგორი ადამიანი გამოაკლდა სამყაროს.. მისი დანახვაც კი არ მინდა, სახელსაც არ ვახსენებ, ვიცი, რომ მე არ მოვწონდი“.. – კესარია აბრამიძის და

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g