საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ბათუმის ტექნოპარკისა და საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელის (აქსელი) თანაორგანიზებით, 27-29 სექტემბერს, Startup Investment Forum – Batumi Vol.2 გაიმართება.
ფორუმი გააერთიანებს თბილისისა და ბათუმის სტარტაპ ეკოსისტემის წევრებს, მათ შორის, ანგელოზ ინვესტორებს, ტექნოლოგიური სტარტაპების დამფუძნებლებს, პოტენციურ ანგელოზ ინვესტორებს და სფეროთი დაინტერესებულ კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებს.
ღონისძიების სტუმრები 3 დღის განმავლობაში დაესწრებიან სხვადასხვა დახურულ შეხვედრას ეკოსისტემის სხვადასხვა აქტორებთან, ადგილობრივი სტარტაპების დამფუძნებლებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. ღია კონფერენციაზე კი, რომელიც 28 სექტემბერს გაიმართება და რომელიც მოიცავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების ფიჩებს, აქსელის შესახებ პრეზენტაციასა და პანელურ დისკუსიებს, აქსელის წევრები, მოწვეული სტუმრები და სტარტაპები საკუთარ გამოცდილებას გააზიარებენ.
ფორუმის მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა, კერძო სექტორის ჩართულობის გაზარდა, ინვესტორების დაინტერესება ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერით და ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების ხელშეწყობა.