LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდ ბრიტანეთში პირველი ერთადგილიანი საპოლიციო სპორტქარი გამოჩნდა

44

ბრიტანული სპორტქარი BAC Mono მსოფლიოში პირველი ერთადგილიანი სპორტული ავტომობილია, რომელიც პოლიციას ემსახურება. მწარმოებელმა ავტომობილი კუნძულ მენის მთავრობას გადასცა, სადაც სიჩქარის რეკორდული გარბენები ტარდება.

სპორტქარს საპოლიციო ფერები აქვს და ის სხვადასხვა შოუსა და ფესტივალში გზებზე უსაფრთხოების პროგრამებისადმი ყურადღების მისაქცევად გამოჩნდება.

BAC Mono პირველად 2011 წელს გამოჩნდა. ის 2,5 ლიტრის მოცულობის ძრავით არის დაკომპლექტებული, რომელიც 310 ცხენის ძალას ავითარებს. მოდელის წონა 580 კილოგრამია, ას კილომეტრს 2,8 წამში კრეფს, მაქსიმალური სიჩქარე კი 273 კილომეტრ/საათია.

ექსკლუზიური ავტომობილების ყველაზე დიდი ავტოპარკი დუბაის აქვს, ემირატებში სამართალდამცავებს ეკუთვნით: Porsche 918 Spyder, Audi R8, Aston Martin One-77, Bentley Continental GT, BMW M6, Bugatti Veyron, Ferrari FF, Ford Mustang, Lamborghini Aventador, McLaren MP4-12 °C, Mercedes-Benz SL 63 AMG, SLS AMG и G63 AMG, Nissan GT-R და Lexus RC F.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები