LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ნიკა ელისაშვილი ისნის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

213
ნიკა ელისაშვილი ისნის რაიონის მოსახლეობასთან

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ისნის დელეგატი ნიკა ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარ დეპუტატ – კახა ლაბუჩიძესთან ერთად, მეტრომშენის დასახლებაში, პაპიაშვილი-ხუციშვილის ქუჩების კვეთისა და კაკაბეთის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს დასახლებების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები.

დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე.

ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები