LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში ბექა სიხარულიძის ფილმის პრემიერა გაიმართა

274
კახა კალაძე, ბიძინა ივანიშვილი

ქუთაისში რეჟისორისა და მსახიობის ბექა სიხარულიძის ფილმის „სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ პრემიერა კინოთეატრ „საქართველოში“ გაიმართა.

ჩვენებაზე მოწვეულმა, საპატიო სტუმრებმა წითელ ხალიჩაზე გაიარეს. ჩვენების ორგანიზატორმა მირანდა ხეცურიანმა რეჟისორს სპეციალური ჯილდო – უსასრულობის სიმბოლო გადასცა, რომელიც მოქანდაკე  ირაკლი წულაძემ საგანგებოდ ამ დღისთვის დაამზადა.

ფილმს „სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ 12 ჯილდო აქვს მოპოვებული და 8 ნომინაციის გამარჯვებულია. ფილმში მოქმედება 90-იანი წლების საქართველოში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში ხდება. ექიმი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად თავგანწირვით იბრძვის.

„ფილმი ვითარდება 90-იანი წლების საქართველოში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში. საკმაოდ მძიმე წლები იყო ეს ჩვენი ქვეყნისთვის მოგეხსენებათ და უკლებლივ ყველა სფეროს შეეხო, მათ შორის მედიცინას. ფილმის მთავარი გმირი, ლუკა სწორედ ექიმი გახლავთ, რომელიც უაღრესად პატიოსანი და საკუთარი პროფესიისადმი თავდადებული ქირურგია. იგი არსებობისთვის იბრძვის კორუფციითა და უსამართლობით გატანჯულ ქვეყანაში და ამასთანავე ცდილობს შეინარჩუნოს  ბალანსი ოჯახურ და პროფესიულ ვალდებულებებს შორის.

ფილმში ბევრი ადამიანური და ცხოვრებისეული თემები მცირე სიუჟეტებითა და ნუანსებით არის გადმოცემული 2 პროფესიონალიზმი, ოჯახური ღირებულებები, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა… ასევე, ხაზგასმულია ქართველებისა და ქართველი ებრაელების ურთიერთობა, განსაკუთრებულად ფაქიზი დამოკიდებულება, რომელიც ყოველთვის ახასითებდა ამ ორი ერის საუკუნოვან ურთიერთობას ჩვენს ქვეყანაში.

მთავარი გმირის, ლუკას მეზობელია სწორედ ქართველი ებრაელების ოჯახი, რომელიც საოცრად გულშემატკივრობს, დარდობს და ზრუნავს მასზე, ვინაიდან კარგად იცნობენ და იციან თუ რა სირთულეებს აწყდება მუდმივად ეს ადამიანი საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე. საინტერესოდ არის ნაჩვენები მათი დამოკიდებულება ლუკას ოჯახის მიმართ სიკეთის გაწევისას, თუ როგორი სიფრთხილითა და მოწიწებით აკეთებენ ამას, რათა არ შელახონ მისი თავმოყვარეობა. მათი ჭეშმარიტი მეგობრობა სწორედაც რომ საქმით გამოიხატება და ნაკლები სიტყვებით!

ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოს ამ ულამაზეს და ისტორიულ ქალაქში, ჩვენი ქვეყნის გულში – ქართული ისტორიის კულტურისა და მემკვიდრეობის ქვაკუთხედში ჩვენი ფილმის ჩვენება. დიდი მადლობა ქუთაისელებს ასეთი სითბოსა და თანადგომისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ“, – ამბობს ბექა სიხარულიძე.

„ჩემო საყვარელო ქუთაისელებო, ქუთაისი, კერძოდ, იმერეთი ჩემთვის პოეზიის სავანეა დაწყებული აკაკი წერეთლიდან მსოფლიო გენიოსამდე გალაკტიონ ტაბიძემდე. მადლიერი ვარ, რომ ბექას ფილმს, რომელმაც 12 ფესტივალზე გაიმარჯვა, ასე გამორჩეულად შეხვდით და დააფასეთ“, – განაცხადა მსახიობმა გივი სიხარულიძემ.

„ქალაქ ქუთაისში კინოთეატრ „საქართველოში“ გაიმართა ბატონი ბექა სიხარულიძის ფილმის „სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ პრემიერა. ღირსეულად დახვდა ქუთაისი სტუმრებს, ისე როგორც ჩვენს ქალაქს შეეფერება. როგორც იცით, ის არ ცხოვრობს საქართველოში, წლებია ამერიკაშია, მაგრამ სპეციალურად ქუთაისური პრემიერისთვის  ჩამოვიდა საქართველოში. 2 თვეა მიდის მზადება, რომ უმაღლეს დონეზე ჩატარებულიყო ქუთაისური პრემიერა. ფილმს 12 ჯილდო აქვს მოპოვებული და 8 ნომინაციაშია გამარჯვებული. ქუთაისელი მაყურებლისთვის იყო უმნიშვნელოვანესი დღე. მადლობა ბატონ ბექას ამ შესაძლებლობისთვის“, – განაცხადა მირანდა ხეცურიანმა.

mazda magti 5g