მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება – ამის შესახებ „ფორტუნას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
შეგახსენებთ, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით ზალკალიანმა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობის დატოვების შემდეგ, აშშ-ში ელჩის პოსტს იკავებდა, თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.