28-29 სექტემბერს,12:00 საათიდან 19:00 საათამდე, მთაწმინდის პარკში, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის თაფლის ფესტივალი მეორედ ჩატარდება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ქართული თაფლის და ფუტკრის სხვა პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები, მეფუტკრეთა ასოციაციები, მეფუტკრეობის აღჭურვილობისა და დანადგარების მიმწოდებლები, სკების მწარმოებლები, ვეტ აფთიაქები, ფიჭის მწარმოებლები, ბოტანიკური ბაღები და სანერგეები.
ფესტივალის სტუმრებს შეეძლებათ დააგემოვნონ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოტანილი საუკეთესო თაფლი, დატესტონ მეფუტკრე ქალების მიერ დამზადებული ნატურალური კოსმეტიკური საშუალებები, დაათვალიერონ საქართველოში წარმოებული კლიმატის ცვლილებებზე ადაპტირებული სკები, ხოლო ბოტანიკური ბაღები და სანერგეები თაფლოვან მცენარეებს გამოფენენ.
თბილისის თაფლის ფესტივალის შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების დირექტორის მოადგილემ გოგა გოგაშვილმა ისაუბრა: