LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოქროს თავთავი“ – მთაწმინდის პარკში ქართული ხორბლის ფესტივალი გაიმართება

159
ოქროს თავთავი

21 ივნისს, 12:00 საათიდან 21:00 საათამდე, მთაწმინდის პარკი პურ-ღვინის უძველეს ტრადიციას გააცოცხლებს.

ღონისძიებაზე „ოქროს თავთავი“ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ეზიარონ ქართული ხორბლისა და პურის მრავალფეროვნებას, განსხვავებულ გემოსა და ხარისხს!

15:00 საათიდან 18 საათმდე, საინფორმაციო-შემეცნებით პავილიონში, დარგის სპეციალისტები, მეცნიერები და მკვლევრები ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა შესახებ ისაუბრებენ.

ღონისძიება მოიცავს მუსიკალურ და გასართობ პროგრამასაც. სტუმრების წინაშე წარდგებიან:

  • ბავშვთა ანსამბლი „ჩოხოსნები“ გიორგი ბუგიანიშვილის ხელმძღვანელობით
  • გიორგი სუხიტაშვილი
  • გიორგი ცხადაძე
  • მიშო კვინიკაძე – კლავიში
  • ჯგუფი ადილეი, სანდრო ნათაძე 
  • ჯგუფი ჰოროლი და ამერ-იმერი: ფერხული, სიმღერა და ხალხური თამაშობანი

ასევე, გამოფენილი იქნება ხალხური რეწვის ნიმუშები.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია! 

„ოქროს თავთავი“ არის ქართული ხორბლის დაბრუნება წარსულიდან მომავალში!

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები