LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკმა Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

478
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (CARTA)-ს ფარგლებში შედგა და მხარეებს შორის მეთერთმეტე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს. შეთანხმების ფარგლებში, დამატებით, ბანკმა ამ წლის განმავლობაში 47.5 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა. ფინანსური რესურსი ბანკს შესაძლებლობას მისცემს, კორპორაციული, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო პროდუქტები შესთავაზოს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა 50 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება იმავე მიზნობრიობით Citi-სგან გასულ წელსაც მიიღო.

„მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ინსტიტუტის, Citi-ს პარტნიორობა გრძელდება, რაც მორიგი შეთანხმებით, 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებით გამოიხატა. ამ ტიპის გარიგებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოში ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, კონკრეტულად კი მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის გაძლიერებისთვის. აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ბანკის ურყევ ძალისხმევას, იზრუნოს ბიზნესისთვის საუკეთესო ფინანსური შესაძლებლობების შექმნაზე, ამასთან, ხაზს უსვამს ნდობას, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები ჩვენ მიმართ გამოხატავენ. მადლობას ვუხდით Citi-ს თანამშრომლობისთვის, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას, რათა მათ მოიპოვონ ახალი შესაძლებლობები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე“, – აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

„საქართველოში ერთ-ერთ წამყვან საფინანსო ინსტიტუტთან – საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, რითაც ძალიან ვამაყობთ. აღნიშნული შეთანხმება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Citi-ს მხრიდან არა მხოლოდ მომხმარებლების ბიზნეს საქმიანობისა და ზრდის ამბიციების, არამედ მთლიანად საქართველოს მიმართ ურყევ და გრძელვადიან მხარდაჭერას“, – აღნიშნავს ემრე უმუთი, Citi-ს საფინანსო ინსტიტუტის გაყიდვების სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტილებების მიმართულების ხელმძღვანელი შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g