LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე კნატუნა მცენარის სასარგებლო თვისებები

114
ყველაზე კნატუნა მცენარის სასარგებლო თვისებები

ვერცერთი ადამიანი ამბობს მასზე უარს. იგი საუკეთესო გასართობია უსაქმურობისას. ძალიან გემრიელია და რაც უფრო მეტს მიირთმევ, მით უფრო მეტს ეტანები. ზოგიერთი მწეველი, მას, თამბაქოს შემცვლელადაც მიიჩნევს და ამბობს, რომ იდეალური გამოსავალია ნიკოტინისაგან თავის დასაღწევად. ჩვეულებრივი, არამწეველი საზოგადოება კი, განურჩევლად ასაკისა, ტელევიზორის ყურებას, ბუხართან ჯდომას, ზაფხულში მეგობრებთან ერთად სეირნობას, ჭორაობას, ანუ ერთ მშვენიერ საღამოს, მასთან ერთად გეგმავს და გემრიელად შეექცევა. საუბარი ყველაზე საყვარელ და კნატუნა მცენარე მზესუმზირაზეა.

მზესუმზირის ნაყოფი ზაფხული-შემოდგომის პერიოდში მწიფდება. ნაყოფი მსხვილი მარცვლებია, რომელიც კონუსის ფორმისაა, დაფარული გახევებული ქერქით. ჯიშის მიხედვით არის სხვადასხვა ზომის და შეფერილობის. თესლები შეიცავს ცხიმოვან ზეთს, ნახშირწყლებს, ცილებს, მთრიმლავ ნვთიერებებს, ორგანულ ნივთიერებებს.
მზესუმზირის გასუფთავებული ზეთი სამედიცინო პრაქტიკაში გამოიყენება ზეთიანი ხსნარების, ექსტრაქტების, თხიერი მალამოების მოსამზადებლად.

მზესუმზირის ზეთს აქვს სკლეროზის საწინააღმდეგო და ნაღვლმდენი მოქმედება. მას ასევე ურჩევენ ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისათვის და სამკურნალოდ. მზესუმზირის ყვავილებისაგან იღებენ პექტინს, რომელსაც კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ დანიშნული პრეპარატებისთვის ფუძედ იყენებენ. თუმცა, მას უარყოფითი მხარევც აქვს: დიდი რაოდენობით მზესუმზირის მიღებისას კბილის ემალი ზიანდება, ამიტომ უნდა მიირთვათ კარგად მოხალული და გარჩეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები