LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგული ქალაქის მაღაზიაში ბიტკოინების მიღება დაიწყეს

125
WHO-ACCEPTS-BTC

საფრანგეთში ბორდოს სიახლოვეს მდებარე ქალაქი ტალანის 18 მაღაზიაში ამიერიდან ბიტკოინებით ანგარიშსწორებაა შესაძლებელი. ადრე ბიტკოინების მფლობელებს კრიპტო ფულის ქაღალდის ფულზე გადაცვლა უწევდათ, წერს turkmen portal-ი.

ნავაჭრისთვის ფულის გადახდა QR-კოდის დახმარებითაა შესაძლებელი, ეს კოდი სპეციალურ აპლიკაციაში უნდა დასკანერდეს. გამყიდველი ფულს ანგარიშზე მომენტალურად იღებს, თანაც ევროს შესაბამისი კურსის მიხედვით.

საინტერესოა, რომ ფრანგთა 12%-ს კრიპტო ფული აქვს, თუმცა მათმა უმრავლესობამ მისი გამოყენება არ იცის. ტალანში სურთ, რომ მოქალაქეებს კრიპტო ფულის რეალურ პროდუქტში დახარჯვის ჩვევა გამოუმუშაონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები