საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტუროპერატორებსა და ჟურნალ Forbes-ის ჟურნალისტს მასპინძლობს.
სტუმრები თბილისის ტურისტულ ადგილებს გაეცნენ, შეხვედრები გამართეს ქართველ ტუროპერატორებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, ასევე, ეწვივნენ ქუთაისსა და კურორტ საირმეს.
იმერეთის რეგიონის შემდეგ ტურის მონაწილეები კახეთში გადაინაცვლებენ, სადაც კულტურულ ძეგლებს და ღირსშესანიშნავ ნაგებობებს დაათვალიერებენ, მონაწილეობას მიიღებენ მასტერკლასებში, ესტუმრებიან მარნებს და ქართულ ღვინოსა და კერძებს დააგემოვნებენ.
Forbes-ის ჟურნალისტი, საინფორმაციო ტურის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას მოამზადებს.