LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობინ დანიგანი: „ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ჩემი აზრით, ცესკოს თავმჯდომარე და გუნდი მზად არიან, ხელი შეუწყონ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფას“

113
რობინ დანიგანი

„უნდა ვთქვა, რომ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს გუნდი, რომლებთანაც ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, მხარს ვუჭერთ მათ მუშაობას, თავისი საქმის ერთგულები და პროფესიონალები არიან“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა.

როგორც ელჩმა „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას აღნიშნა, ცესკოს გუნდი მზად არის, არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას ხელი შეუწყოს. მისივე თქმით, იწონებს მთავრობის მიერ როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი დამკვირვებლების მიღებას.

„ჩემი აზრით, [ცესკოს წარმომადგენლები] მზად არიან, ხელი შეუწყონ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფას, რათა ხალხმა იცოდეს, რომ კენჭისყრა ფარულია და ხმის მისაცემად მივიდეს.

ასევე, მე ვუწონებ მთავრობას გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების მიღებას, მათ მიიღეს ეუთო/ოდირის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, IRI-ის და NDI-ის გრძელვადიანი მისიები, ორი ორგანიზაციისა, რომლებსაც ჩვენ ვუჭერთ მხარს, მათ მიიღეს ასევე სხვა გრძელვადიანი დამკვირვებლები, მათ აკრედიტაცია მისცეს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებსაც ეყოლებათ ადგილობრივი დამკვირვებლები. ასე რომ, მთავრობამ აიღო ამისი ვალდებულება და ის შეასრულეს.

ასე რომ, ჩვენ შვებით ამოვისუნთქეთ, როცა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უკან იქნა გაწვეული და რომ მიიღეს გადაწყვეტილება, არ ამტკიცონ, რომ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო პროცესებში იყო ჩართული, ეს გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს ამ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას, დააკვირდეს არჩევნებს. ასე რომ, მე, ჩვენ დავინახეთ პოზიტიური ნაბიჯები მთავრობისგან, ცესკოსგან და სამოქალაქო საზოგადოებისგან და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g