LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც არასრულწლოვანმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო“ – ბათუმში ძალადობის ფაქტზე ცეკვის მასწავლებელს ბრალდება წარუდგინეს

240
ბრალდების წარდგენა

ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ცეკვის მასწავლებელს, მერაბ დოლიძეს, რომელიც 12 წლის მოზარდის ცემის ფაქტზეა ბრალდებული, წინასწარი შეცნობით არასრულწოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა ბავშვს სცემა, დაწყებულია გამოძიება: „კადრებში ჩანს, რომ მასწავლებელი ბავშვზე ხანგრძლივად ძალადობს, მის შეკავებას იქ მყოფი ქალი ცდილობს“

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 სექტემბერს, ბათუმში, მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში, ცეკვის მასწავლებელმა არასრულწლოვან მოსწავლეზე ფიზიკურად იძალადა, რის შედეგადაც არასრულწლოვანმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

რას ჰყვება აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი: „მერაბი ძალიან დადებითი ადამიანია, კარგი მეგობრები ვიყავით – ამბობდა, ეს ბავშვი სხვაზე ძალადობდა და ამან გამაღიზიანაო…“

„პროკურატურამ ცეკვის მასწავლებელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარი ქმედების საფუძველზე პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„წამორტყმასთან დაკავშირებით მასთან ადრეც მქონდა საუბარი, მითხრა, რომ არ განმეორდებოდა“ – რას ამბობს მოზარდის მამა ბათუმში მომხდარ ძალადობაზე

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო 2000 ლარის ოდენობით შეუფარდა.  სისხლის სამართლის საქმე  არსებითი განხილვისათვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში კანონით განსაზღვრულ ვადაში წარიმართება. 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ვინანიებ… დედა ახალი გარდაცვლილი მყავდა, ამიტომ თავი ვერ შევიკავე, ოჯახს დავდევდი და ვთხოვდი, პატიებას“ – ბათუმელი ქორეოგრაფის პირველი კომენტარი ბრალდებაზე

„მშობლებს, რომელთა შვილებს სისტემატურად სცემდა ეს ნაძირალა – პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული – ვინ დაიცავს ბავშვს, საკუთარი მშობელი თუ არ დაიცავს?!“ – ბაია პატარაია ბათუმში მომხდარ დანაშაულზე

პოპულარულები