მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
გამარჯვებული პროექტებია:
- ვერტიკალური ფერმა-დანადგარი – ინოვაციური, პატენტით დაცული პლასტმასის დამუშავების მეთოდი, რომელიც საქონლის საკვების 5-ჯერ უფრო იაფად მოყვანის და გამოკვების საშუალებას იძლევა მთელი წლის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას.
- agropoint.io – პროექტი მიზნად ისახავს ფერმერების შემოსავლიანობის ზრდას, მოსავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და ფერმერული საქმიანობის უფრო ეფექტურ მართვას. აპლიკაცია ფერმერებს საშუალებას მისცემს, საკუთარი საქმიანობა დეტალურად აღრიცხონ, უკეთ შეაფასონ შედეგები, მიიღონ საჭირო ინფორმაცია მოსავლის გასაუმჯობესებლად.
რეგიონალური საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.