LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შონ მენდესისა და ჯო ჯონასის ახალი ალბომების გამოსვლის თარიღები გადაიდო

126
FRy5YQ0WYAIGr5A

18 ოქტომბერს, ოთხ წლიანი პაუზის შემდეგ, შონ მენდესს მეხუთე სტუდიური ალბომი – Shawn უნდა გამოეშვა. ცნობილი გახდა, რომ დისკის რელიზი გადაიდო და ის ახალი თარიღით, 15 ნოემბერს გამოვა.

Შონ მენდესი ახალი დისკის გამოშვებას აანონსებს

ალბომის გამოშვების წინა დღეს, არტისტმა საკონცერტო ფილმის – For Friends and Family Only პრემიერა დააანონსა. ფილმში, ის მომავალი კრებულის სიმღერებს ცოცხლად ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ამავე დღეს, 13 წლის შემდეგ, ჯო ჯონასს მეორე სოლო სტუდიური ალბომი – Music for People Who Believe in Love უნდა წარედგინა. გაირკვა, რომ მანაც კრებულის გამოსვლის თარიღი გადადო, თუმცა ახალი დრო არ დაუსახელებია.

ცვლილების მიზეზად, ბიჭებმა მომავალ პროექტებზე ხელის ბოლო შევლება დაასახელეს.

13 წლის შემდეგ, ჯო ჯონასი სოლო დისკს გამოუშვებს

შეგახსენებთ, რომ ასევე 18 ოქტომბერს, კაილი მინოუგის მეჩვიდმეტე სტუდიური ალბომის – Tension II და ჯენიფერ ჰადსონის მეოთხე და კარიერაში პირველი საშობაო სტუდიური ალბომის – The Gift of Love რელიზია ჩანიშნული.

კაილი მინოუგის ევროპული კონცერტების სერიის დაწყების თარიღი ცნობილია

ჯენიფერ ჰადსონი სადღესასწაულო ალბომს აანონსებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები