აფრიკის ყველაზე ქრისტიანული ქვეყანა – ტურისტებისთვის საუკეთესო დანიშნულებად დაასახელეს. მოგზაურთა საყვარელმა გამოცემა Lonely Planet-მა იმ ადგილების სია გამოაქვეყნა, სადაც 2017 წელს აუცილებლად უნდა იმოგზაუროთ. რეიტინგში ერთ-ერთ ლიდერ პოზიციას კი ეგზოტიკური აფრიკული ქვეყანა ეთიოპია იკავებს.
შეგახსენებთ, რომ ეთიოპია ერთადერთია აფრიკულ ქვეყანათა შორის, სადაც მთავარი რელიგია ქრისტიანობაა და მისი ეკლესია მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია. ისტორიული წყაროების ცნობით, ტაძარი ჯერ კიდევ პირველ საუკუნეშია აშენებული, ამიტომ ქვეყნის მონახულება მხოლოდ მის გამო ღირს.