LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 ოქტომბერს გურჯაანში ღვინის ტრადიციული ფესტივალი ჩატარდება

115
გურჯაანის ღვინის ფესტივალი

12 ოქტომბერს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქ გურჯაანში, ახტალის პარკში, ღვინის ტრადიციული ფესტივალი გაიმართება. 

გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანი უნიკალური და ნატურალური პროდუქტის – ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურის გაცნობაა.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი, რვაწლიანი ისტორიის განმავლობაში, წელს ყველაზე მასშტაბური იქნება. ღონისძიებას 424 მონაწილე ეყოლება, რომელთა შორის არიან როგორც მცირე მეწარმეები, ასევე ღვინის ქარხნები და მარნები.

ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიიღონ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სომელიეების შოუ და IWSC-ის ოქროსმედალოსანი ღვინოები (ოქროსმედალოსანი ღვინოების პრეზენტაციას ღვინის მაგისტრი სარა ებოტი ჩაატარებს). ასევე, მოეწყობა ქართული ბაზარი, ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ ფესტივალის ელჩმა ჯაბა ძიმისტარიშვილმა ისაუბრა:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები