LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს უმასპინძლებს – ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური შეაფასებს

41
ღვინო

საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) ჩატარდება – ამის შესახებ კონკურსის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

კონკურსი 13 ოქტომბერს გაიმართება, გამარჯვებულები კი, პარტნიორ ღონისძიებაზე, „გურჯაანის ღვინის ფესტივალზე“ 15 ოქტომბერს გამოვლინდებიან. კონკურსს ჟიურის ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს.

„მედალოსანი ღვინო წინ გადადგმული ნაბიჯია ნებისმიერი ქართველი მეღვინესთვის, რომელიც ცდილობს, ინგლისისა და მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვები გაზარდოს. ღვინის შეძენისას პროფესიონალი ღვინის შემსყიდველები მედალს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ისეთ განვითარებად ქვეყანას, როგორიც საქართველოა. მეღვინეებისთვის საერთაშორისო ჯილდოს მისაღებად საზღვარგარეთ ნიმუშების ტრანსპორტირება და გაგზავნის პროცედურები, რთული ბარიერია. ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება უპრეცენდენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის. გარდა ამისა, შესანიშნავი შესაძლებლობაა ისიც, რომ ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები ქართველ მეღვინეებს გამოცდილებას გაუზიარებენ,“ – აცხადებს სარა ებოტი.

კონკურსში წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური შეაფასებს. მათ შორის იქნებიან ღვინის ექსპერტები მეგან კლარკი და მეგი მაკპერსონი, უფროსი სომელიეები სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია, ასევე, ქართველი ექსპერტები გიორგი დაქიშვილი და ანა გოდაბრელიძე.