ამერიკულმა კომპანიამ Hyperloop One, რომელიც ილონ მასკის ვაკუუმის მატარებლის პროექტი გახლავთ, პირველი სრულმასშტაბიანი ცდები რეალურ პირობებში ჩაატარა. ასევე, საზოგადოებას სამგზავრო კაფსულა XP-1-იც წარუდგინეს, რომლითაც მომავალში ცდების ჩატარება და 402 კმ/სთ-ს განვითარება იგეგმება.
თავდაპირველად კომპანიაში ცდებისთვის კილომეტრნახევრიანი გვირაბის აგებას გეგმავდნენ, თუმცა, მოგვიანებით 500 მეტრის სიგრძის გვირაბზე შეჩერდნენ.
გვირაბში სრული ვაკუუმის მიღება შეძლეს. „ურიკა” მაგნიტური ლევიტაციის ხარჯზე რელსებიდან მოწყდა და 5,3 წამში 1112 კმ/სთ განავითარა.
ვაკუუმის მატარებლის კონცეფცია ილონ მასკმა 2013 წელს წარმოადგინა, როდესაც პროექტის შემუშავება დასრულდება, სამგზავრო კაფსულები სპეციალურ გვირაბებში 1200 კმ/სთ სიჩქარით შეძლებენ გადაადგილებას. მასკი პირველი ასეთი გვირაბის აგებას სან ფრანცისკოსა და ლოს ანჯელესს შორის გეგმავდა. ერთი ქალაქიდან მეორეში Hyperloop-ით მგზავრობა მხოლოდ ნახევარ საათში იქნებოდა შესაძლებელი.