LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

249
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე გეომაგნიტურია. ამის ერთ-ერთი მიზეზი სავსემთვარეობაა, რომელიც პიკს 12:47 საათზე აღწევს, თუმცა მთელი დღის განმავლობაში ახდენს ზეგავლენას. მზისა და მთვარის ენერგიათა დაპირისპირება ხდება მშვილდოსნისა და ტყუპების ზოდიაქალურ ღერძზე. ეს მოვლენა მეტად განაპირობებს დღის განმავლობაში ტრავმულ-ავარიულ ტენდენციებს, აგრესიულ და დეპრესიულ გამოვლინებებს. ასევე ხელს უწყობს კონფლიქტებს, სხვადასხვა ცდუნებებს, შეცდომების დაშვების ტენდენციას, აუარესებს ჯანმრთელობას და სხვა ნეგატიურ გამოვლინებებს უწყობს ხელს, ამიტომ იყავით ყურადღებით.

ამავდროულად, ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდიც, რომელიც 17:22 საათზე დაიწყება და 24:00 საათამდე გასტანს. ამ დროს მთვარის ენერგია ყურადღების დაქვეითებას იწვევს, რის გამოც იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც მძღოლებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს.

დღის რეკომენდაციები – დღეს ეცადეთ კარგად გამოიძინოთ, აკონტროლეთ თქვენი ემოციები და სიტყვები. მოერიდეთ ყიდვა-გაყიდვას, ფულის სესხება-გასესხებასა და სულსწრაფ მოქმედებებს. დღე სასიკეთოა უცხოელებთან კონტაქტისათვის, ექსკურსიებისთვის, სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისათვის, სწავლისთვის. დღევანდელი დღე ხელს უწყობს სპორტულ ვარჯიშებსა და ღონისძიებებს, სპორტული ნაწარმის შეძენას, საიუბილეო საღამოებისა და დაჯილდოებების გამართვას, ასევე სამგზავრო ბილეთების შეძენას. მთლიანობაში ეცადეთ, დღე მშვიდად გაიაროთ. გაძლიერდება ინტუიცია, თუმცა დღეს ყველა ეცდება რაღაცაში დაგარწმუნოთ.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, მენჯ-ბარძაყის ძვალი და საზარდული. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) არ იქნება სასურველი. საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ ხორცეულ ნაწარმს. ასევე მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს.

ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, სერდოლიკი და იაგუნდი – ეს ქვები, მათი გამოყენების შემთხვევაში, მეტად მოიზიდავენ თქვენს სასიკეთო ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. რაც შეეხება ფერებს, ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ წითელ, ყვითელ, იისფერ, ლურჯ და ცისფერ ტონებს. ეს ფერები, როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში, გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ვერძის, ტყუპების, ლომისა და სასწორის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია კუროს, თხის რქისა და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის წარმატების კუთხით დღე საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები