თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც რუსი ტურისტი ჩავარდა რკინის ჯებირები დაამონტაჟეს.
ცნობისთვის, შემთხვევა მიმდინარე წლის სექტემბერში მოხდა. ქალი მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირს წამოედო და გადავარდა. ის 28 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზედაც არინა გლაზუნოვას ბოლო წუთებია აღბეჭდილი.