LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად გაჩერდება სკოლის ავტობუსი: მერია ახალ რეგულაციებზე მუშაობს

156
53902822_1784818778330453_6578877895802880000_o

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში თბილისის საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძესთან, თბილისის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გაიმართა.

სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განცხადებით, თბილისის მერია მოსწავლეების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, დედაქალაქის მასშტაბით, სკოლის ავტობუსების გადაადგილების რეგულაციებზე მუშაობს. მათ შორის განიხილება გაჩერებებთან სკოლის ავტობუსების საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლებში შეშვების საკითხი.

გარდა ამისა, სამსახური, ქვეითთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე შუქნიშნით ორგანიზებულ ქვეითთა გადასასვლელის მოწყობის საკითხს ამუშავებს.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი მხარს დაუჭერენ მერიის წამოწყებებს, რომლებიც ქვეითთა, განსაკუთრებით კი, ბავშვთა გადაადგილების უსაფრთხოების ამაღლებას უზრუნველყოფს.