LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უნდა გაუძლო, გადარჩე და ელენეს მაგივრადაც უნდა გაიმარჯვო! აბა შენ იცი ჩემო ოქროს გოგო, გვაჩვენე, როგორი მაგარიც ხარ“- გიგა მაქარაშვილი

414
სილვინიო

14 ოქტომბერს, კახეთში, გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულ ანა ქართლელიშვილთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„უნდა გაუძლო, გადარჩე და ელენეს მაგივრადაც უნდა გაიმარჯვო! აბა შენ იცი ჩემო ოქროს გოგო, გვაჩვენე, როგორი მაგარიც ხარ“, – წერს გიგა მაქარაშვილი.

კახეთში ავარიას კოალიცია „ცვლილებებისთვის“ შტაბის წევრი ემსხვერპლა – არიან დაშავებულები

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში 14 ოქტომბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერ­თმა­ნეთს საპირისპირო მიმართულებით მოძ­რა­ვი ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა, რა დროსაც ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა ელენე მეგრელიშვილი. არსებული ცნობითვე, მძიმედ დაშავდა სამი ადა­მი­ა­ნი, მათ შორის ანა ქართლელიშვილი. ისინი კლინიკებში გადაიყვანეს.

„გვაქვს უმძიმესი დღეები, დავკარგეთ ღიმილით, ხალისითა და სიცოცხლით სავსე ელენე, გვიჭირს დაჯერება და გააზრება, რომ ანა ამ წუთებში, სიცოცხლისთვის იბრძვის“ – ნიკა მელია

გიგა მაქარაშვილი: „ნეტავ მე მოვმკვდარიყავი, ჩემო ელენე… ან დედაშენს რა ვუთხრა, ან მამას რა სიტყვა დავახვედრო? არც ის ვიცი, უშენოდ როგორ გაგრძელდება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g