LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ლილოს დასახლებაში მინიფეხბურთში გამართული ტურნირის ფინალს დაესწრო

110
ვარლამ ლიპარტელიანი

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი რაიონში მიმდინარე სპორტულ აქტივობებს ესწრება. ამჯერად დელეგატი ლილოს დასახლებაში დაესწრო მინიფეხბურთში გამართული ტურნირის ფინალს.

ტურნირი ლილოს დასახლების მკვიდრი ფეხბურთელის ალექსანდრე ბურნაძის ხსოვნას ეძღვნება და ტრადიციულად დასახლებაში მოქმედ საფეხბურთო გუნდებს შორის ტარდება. ვარლამ ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, რაც თავის მხრივ, ქვეყანაში ბევრ მოტივირებულ და წარმატებულ ახალგაზრდას და კრიმინალის დაბალ მაჩვენებელს გულისხმობს.

ტურნირის ფინალურ თამაშს დელეგატთან ერთად საქართველოს პარლამენტის სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, სამგორის რაიონის გამგებელი, „ქართული ოცნების“ სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა სამხარაძე და გამგებლის მოადგილე იოსებ ბურდულაძე დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g