LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თოვლის და ლიპყინულის გამო ფშაველი–აბანო–ომალოს მონაკვეთზე შეზღუდვა მოქმედებს“ – გზების დეპარტამენტი

121
თოვლი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ72 მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„საავტომობილო გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულარულები