LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს არის ბოლო გაფრთხილება არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს!“ – თინა ბოკუჩავა

126
bycx5qwb8tj0tr9

„ჩვენ მოვისმინეთ ივანიშვილი როგორ იმუქრება კონსტიტუციის შეცვლით, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, მის ბოროტ გეგმებში ერთ-ერთია კონსტიტუციის 78-ე მუხლის გაუქმება, სადაც გაწერილია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობა. მას ამის შესაძლებლობა არ მიეცემა“, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მარშის სახელწოდებით – „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ბოლო გაფრთხილება არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს!

„ძალიან მნიშვნელოვანი მარშია ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ეს არის ბოლო გაფრთხილება არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს! ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თავისუფლების მოედანზე შემოგვიერთდებიან მოქალაქეები, რათა ბევრი ვიყოთ, კიდევ ერთხელ გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილს ამაყი, ევროპელი,თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის ხმა, რომელიც არ დათმობს ისტორიული არჩევანის რეალიზების საშუალებას. ჩვენთვის დღეს მთავარია ყველა ერთად ვიდგეთ საქართველოს მოქალაქეებთან, საქართველოს თითოეული მოქალაქე წყვეტს ჩვენი ქვეყნის, შვილების, ევროპული მომავლის ბედს.

ჩვენ მოვისმინეთ ივანიშვილი როგორ იმუქრება კონსტიტუციის შეცვლით, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, მის ბოროტ გეგმებში ერთ-ერთია კონსტიტუციის 78-ე მუხლის გაუქმება, სადაც გაწერილია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობა. მას ამის შესაძლებლობა არ მიეცემა. ქართველი ხალხი საკუთარი არჩევანით დაიცავს საქართველოს კონსტიტუციას და ევროპული არჩევანის რეალიზების შანსს“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

თბილისში, დღეს, მარში „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ გაიმართება. მარშის მონაწილეები თბილისში ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე იკრიბებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g