გუშინ თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა ევროპული არჩევანის მხარდამჭერი მარში, რომელიც კონცერტითა და საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნის შესრულებით დასრულდა. მასშტაბური გამოსვლა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ დაიგეგმა.
მოქალაქეების განცხადებით, ისინი ქუჩაში გამოვიდნენ, რათა ეჩვენებინათ, რომ კვლავ მყარია მათი მხარდაჭერა დასავლური ვექტორის მიმართ.
მათ შორის იყო მსახიობი ნატალია ყიფშიძე, რომელიც ევროპული არჩევანის მხარდამჭერი აქციის მნიშვნელობაზე საკუთარ სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს არჩევნებამდე 6 დღით ადრე ქართველმა ხალხმა ხმამაღლა თქვა რომ ბრუნდება ევროპულ გზაზე! ამ სურათში აქციიდან ვარ წამოსული – დატენილი პატრიოტების ენერგეტიკით.
ერთმანეთს ისევ ჩავეხუტეთ და გავიმეორეთ რასაც თვეების მანძილზე ვამბობდით – საქართველო ევროპას ირჩევს!“, – წერს ნატალია ყიფშიძე.