LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ ჭყონია: „ნანა მალაშხიამ თავისი დროშით შეასრულა უდიდესი როლი, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი გვაქვს… ის არის სიაში, არ უნდა მივცეთ ხმა?!“

181
თემურ ჭყონია, ნანა მალაშხია

„ჩვენ უნდა ავირჩიოთ ქვეყნის მომავალი… მსოფლიოში ინტეგრირება მხოლოდ კოალიციური, ინტელექტუალური აზროვნებითაა შესაძლებელი. ყველანი არჩევნებზე!“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” მფლობელმა, თემურ ჭყონიამ განაცხადა „მთავარი არხის“ ეთერში.

მისი თქმით, თავისუფლების მოედანზე გამართული ევროპული არჩევანის მხარდამჭერი მარშით „ჩვენ ევროპას დავუმტკიცეთ, რომ ევროპელები ვართ“.

პრეზიდენტი – „მინდა მივმართო პარტნიორებს, ევროპელებს, თუ ამერიკელებს: ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როდესაც ევროპაში შევალთ!“

მან ასევე, ისაუბრა მარტის აქციების მონაწილე ნანა მალაშხიაზე, რომელიც „კოალიცია ცვლილებებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ გუნდს შეუერთდა.  

„გუნდი, რომელიც მოიტანს ფუნდამენტურ, სისტემურ ცვლილებებს, რაც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია“ – კოალიციამ „ცვლილებისთვის“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა, პირველი ნომერი ნანა მალაშხიაა

კოალიციამ „ცვლილებისთვის“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის სათავეში ცნობილი სამოქალაქო აქტივისტი, ნანა მალაშხიაა, მას მეორე ნომრით ნიკა მელია, ხოლო მესამე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მოჰყვებიან.

„ნანა მალაშხია, ნომერ პირველია სიაში, ყველა ადამიანს ხომ თავისი დაფასება აქვს. ნანა მალაშხიამ იმ დემონსტრაციით, თავისი დროშით, შეასრულა უდიდესი როლი, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. დამიჯერებთ თუ არა? ეს ემოციური მომენტი კი არ არის, მართლა ასე იყო. და არის სიაში. არ მივცეთ ხმა?

ქალი ევროკავშირის დროშით, ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს… ამიტომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, სიებს უნდა გადავხედოთ, არის ცეკას ინსტრუქტორები, ყოფილი რაიკომის მდივნები…“ – აცხადებს თემურ ჭყონია. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები