LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოდიში ჩემს შვილებთან და შვილიშვილებთან! ბოდიში ჩემს შოთიასთან! ნუ იშვერთ ნურავისკენ ხელს! ერთად მოქმედებაა საჭირო და არა მეისრეების ძებნა და დამუნათება!“ – ალექსი პეტრიაშვილი

704
ალექსი პეტრიაშვილი

საქართველოში 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 54,24%-ით ლიდერობს, ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას კი, ჯამში, 37.33% აქვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ „არჩევნები გაყალბებულია! ოცნების რეჟიმი კი არალეგიტიმურია!“.

„არჩევნები გაყალბებულია! ოცნების რეჟიმი არალეგიტიმურია! იმედია საერთაშორისო დამკვირვებლებიც იტყვიან სიმართლეს!

ვინც აქ ზეიმობს რუსული რეჟიმის გამარჯვებას და “მშვიდობის შენარჩუნებას”, თქვენს კისერზე იყოს, აწი რაც დაემართება ამ ქვეყანას! უბრალოდ თავს მაინც ნუ ისულელებთ და “აბა წინ მშვიდობით ევროპისკენო”!

ეს რეჟიმი თუ დარჩა, დაივიწყეთ უვიზო ევროპასთან, დაივიწყეთ ევროპა და აშშ და საერთოდ პარტნიორობა დემოკრატიულ სამყაროსთან! რეჟიმის გეგმაც ეგ იყო? კი ბატონო!

და ბოლოს, მე ვაღიარებ რომ შევცდი და სადღაც გულის სიღრმეში მქონდა იმედი, ანუ “wishfull thinking” უფრო, რომ ფინანსების დაკარგვის შიშით ივანიშვილი დაუშვებდა ძალიან მცირე უპირატესობით ოპოზიციის გამარჯვებას! შევცდი!

ბოდიში ჩემს შვილებთან და შვილიშვილებთან! ბოდიში ჩემს შოთიასთან!

ნუ იშვერთ ნურავისკენ ხელს! ერთად მოქმედებაა საჭირო და არა მეისრეების ძებნა და დამუნათება!

კონკრეტული ადამიანების პატივისცემის მიუხედავად, არავითარი შედეგების აღიარება! პირიქით! საყოველთაო დაუმორჩილებლობა! მარნეულის და სხვა „ჰიპერქოცურიანი“ ოლქების მთლიანად გაუქმება, რა თქმა უნდა მტკიცებულებებზე დაყრდნობით!“, – წერს ალექსი პეტრიაშვილი.

magti 5g