LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სხვა რამეს არც ველოდი მე პირადად… საინტერესო ახლა დაიწყება“ – მერაბ სეფაშვილი არჩევნების შედეგებს ეხმაურება

243
მერაბ სეფაშვილი

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, მომღერალი მერაბ სეფაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „სხვა შედეგს არც ელოდა და საინტერესო ახლა დაიწყება“.

მერაბ სეფაშვილი ემიგრანტებს მადლობას უხდის არჩევნებში მონაწილეობისთვის და საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისთვის.

საზღვარგარეთ გახსნილი 52 უბნის შედეგების მიხედვით, ხმების 29.076%-ით „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ლიდერობს

„სხვა რამეს არც ველოდი მე პირადად 😅საინტერესო ახლა დაიწყება ❤️🇬🇪 რომ არ ვთქვა არ შემიძლია რა… ემიგრანტები❤️“, – წერს მერაბ სეფაშვილი.

ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 54,24%-ით ლიდერობს, ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას კი, ჯამში, 37.33% აქვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები