LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: „ბევრი ალბათ დაიღალა, მძიმე და შრომატევადი დღეები იყო, თუმცა ბრძოლის ეტაპი იყო, ახლა კი ახალი იწყება – ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა; შეგუებას და ამ ქვეყნის დათმობას არავინ აპირებს“

156
ნიკა მელია

„ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა; შეგუებას და ამ ქვეყნის დათმობას არავინ აპირებს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია წერს და ცესკოს მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს ეხმაურება.

მისი სიტყვებით, დღევანდელი მდგომარეობა სხვა არჩევნებისგან განსხვავებულია და ამით „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ევროპული კურსი მოიპარა:

„იქ, სადაც მე ვარ, რაშიც მე ვმონაწილეობ, ამ სრულად გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია სრულიად გამორიცხულია“ – ნიკა გვარამია

„მხოლოდ ოპტიმიზმი ან სასწაულის იმედი – თუ იქნებოდა, გუშინ ივანიშვილს ეთქვა, გილოცავთ წავედიო… გვქონდა ოპტიმიზმი, თუმცა რაციონალურად ვიცოდით – ან იტყოდა 48% ავიღეო ან 60%-იო; რეალურად ეს ორი ვერსია არსებობდა, ორი ტყუილი რომელსაც მოვისმენდით და პატარა იმედი, ავტოკრატიული რეჟიმის, დემოკრატიული არჩევნებით დასრულების.

„ივანიშვილმა მოქალაქეების ნებაზე იძალა – ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა არის თითოეული ხმის დაცვის დრო ყველა ხერხით – ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივმართოთ გონივრული პროტესტის ფორმებს“ – გიორგი გახარია

ვიცით, რეალური შედეგი ოპოზიციის, ვიცით ხალხის არჩევანი და გარდა ამისა ვიცით, რომ ჩვენმა ქმედებამ, შრომამ ამ თვეების განმავლობაში, მოქალაქეების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობამ, პოლიტიკური პარტიების მიერ აღებულმა პასუხისმგებლობამ და განხორციელებულმა ქმედებებმა, შეთანხმებამ პრინციპებზე და პრინციპულ საკითხებზე პრეზიდენტის და მის მიერ ინიცირებული ქარტიის გარშემო კონსოლიდაციამ, გაგვაერთიანა განსხვავებული ხალხი, რომლებიც ვთანხმდებით მომავალზე და ამ მომავალს არ დავთმობთ..

ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა; შეგუებას და ამ ქვეყნის დათმობას არავინ აპირებს. მესმის, ზოგს აქვს დეჟავუ, ასე ხომ უკვე იყო – მაგრამ არა, ასე არ ყოფილა, ამხელა მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ამხელა კონსოლიდაცია შიგნით, არასდროს ყოფილა.

5% და 6% 8% 10% არ გაუყალბებიათ ახლა – წინა არჩევნებისგან განსხვავებით;
ზოგადად მხოლოდ არჩევნებზეც არაა, ქვეყნის ევროპული კურსი მოიპარეს ამჯერად და არა პარლამენტის მანდატები, გვითხრეს ბელარუსი ვიყოთო – არ იქნება ეს ქვეყანა ბელარუსი და არ გაჭრის აქ რუსული მეთოდები – ვართ ბრძოლაში, ვრჩებით ბრძოლაში და გვაქვს ერთმანეთის და თანამებრძოლების იმედი;

„ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა. არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ხალხის ხმა მიითვისეს და ქვეყანას რუსეთისთვის ამზადებენ! ამ სიყალბეს არ და ვერ დავეთანხმები…“ – მამუკა ხაზარაძე

ბევრი ალბათ დაიღალა, მძიმე და შრომატევადი დღეები იყო, თუმცა ბრძოლის ეტაპი იყო, ახლა კი ახალი იწყება, ასეთი ბრძოლაა ეს და მხოლოდ დაუღალავ და პრინციპულ ბრძოლას მოაქვს გამარჯვება.

მომავალი ჩვენია, მომავალი თქვენია!“. – წერს ნიკა მელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g