LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ყველა ცნობის სრული გამოძიების შესახებ“ – ენტონი ბლინკენი საქართველოს არჩევნებზე

154
ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, „მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, აღვნიშნავთ ცნობებს დარღვევებისა და სპორადული ძალადობის შესახებ“. ბლინკენი ხაზს უსვამს, რომ არჩევნებში ამომრჩევლების აქტივობა ცხადყოფს დემოკრატიასთან ქართველი ხალხის სიახლოვეს.

„თუმცა, საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ წინასაარჩევნო გარემო აღინიშნა მმართველი პარტიის მიერ საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით, რამაც ხელი შეუწყო არათანაბარ გარემოს და ძირი გამოუთხარა საზოგადოების და საერთაშორისო ნდობას სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები შეთანხმდნენ, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, აღვნიშნავთ ცნობებს დარღვევებისა და სპორადული ძალადობის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მისივე განცხადებით, ბლინკენი ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნების შედეგი თავისუფალი და სამართლიანი იყო.

„საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ, რომ შედეგი თავისუფალი და სამართლიანი იყო. ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ყველა ცნობის სრული გამოძიების შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g