LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარეთში ვანდალებს ნანოტექნოლოგიებით შეებრძოლებიან

115
sergi-viladesau-ismmytfr2ts-unsp

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გადაწყვიტეს, რომ ქალაქის კედლები გრაფიტისგან ნანოტექნოლოგიების დახმარებით დაიცვან.

2012 წლიდან ქუჩის ხელოვნებას მერია ტრადიციული მეთოდით ებრძოდა, კედლებს უბრალოდ ხელით ასუფთავებდნენ. ამიერიდან კი ქალაქი გერმანიაში შემუშავებული სპეციალური ნანოფირით დაფარეს.

ეს ფირი შეუმჩნეველია და ნახატების წაშლა წყლის ჭავლით, ძალიან მარტივადაა შესაძლებელი. ერთი ასეთი ფირი 10-ჯერ მაინც იწმინდება.

პლოვდივი ბულგარეთის სიდიდით მეორე ქალაქი და კულტურის მნიშვნელოვანია ცენტრია: 200-მდე ნაგებობას ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს და სახელმწიფოს დაცვის ქვეშაა.

სხვა ევროპული ქალაქებიც აქტიურად მუშაობენ, რათა ისტორიული მემკვიდრეობა ვანდალებისგან დაიცვან. მაგალითად, იტალიაში კულტურული ძეგლის დაზიანებისთვის 5 ნიშნა ჯარიმებს წერენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები