პარიზს ტურისტების რეკორდული რაოდენობა ეწვია. მიუხედავად ბოლო დროინდელი ტერორისტული აქტებისა, საფრანგეთის დედაქალაქს ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ვიზიტორი ყავდა. როგორც ჩანს, მოსალოდნელი საფრთხეები მოგზაურებს აღარ აშინებთ და 2017 წლის პირველ ნახევარში მათმა რაოდენობამ 16,4 მილიონს მიაღწია. თუკი ამ მაჩვენებელს 2016 წლის პირველ ნახევარს შევადარებთ – მაჩვენებელი 10%-ითაა გაზრდილი. პარიზი ყველაზე დიდი პოპულარობით ტრადიციულად ამერიკელთა შორის სარგებლობს, მეორე და მესამე ადგილს კი ბრიტანელები და ჩინელები იკავებენ.
ტურიზმის კომიტეტის ინფორმაციით, პარიზის ეკონომ კლასის სასტუმროში ერთი ღამის გათენების საშუალო ღირებულება – 87 ევროა, ხოლო პრემიუმ სეგმენტში კი ფასი – 228 ევრომდე იზრდება.
რაც შეეხება ყველაზე ნახვად ადგილს, სიაში კვლავინდებურად ვერსალის სასახლე ლიდერობს.