კიანუ რივზი მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, თავის რჩეულთან ერთად, ლონდონის ქუჩებში გადაიღეს. 60 წლის მსახიობი და 51 წლის ალექსანდრა გრანტი ხელიხელჩაკიდებულები, რესტორან Scott’s-ში სავახშმოდ მიემართებოდნენ.
ამ დღეს ტკბილი ნოემბრის ვარსკვლავი ხაკისფერ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, ალექსანდრას კი შავი შარვალი და პიჯაკი ამშვენებდა. მის „ლუქს“ კი Celine-ის პატარა ჩანთა ასრულებდა.
ცნობისთვის, რივზი და გრანტი ერთად 2019 წლიდან არიან, ინსაიდერების ინფორმაციით, წყვილი ერთად საკმაოდ დიდ დროს ატარებს და საოცრად ბედნიერად გრძნობს თავს.
59 წლის კიანუ რივზი, 51 წლის ალექსანდრა გრანტთან ერთად, უსაზღვროდ ბედნიერია
კიანუ რივზის შეყვარებული პაპარაცებს ემალება – 59 წლის მსახიობი და 51 წლის მხატვარი პაემანზე გადაიღეს