„გუშინდელი დღე იყო აუცილებელი. პირველ რიგში, ჩვენთვის. დავრწმუნდით, რომ ადგილზე ვართ, არ გავგიჟებულვართ და ყველას 41 არ შემოგვიხაზავს“, – ასე ეხმიანება ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი 28 ოქტომბერს, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციას.
როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეები ოპოზიციის გეგმას ელოდებიან.
„ერთია, რას ამბობს ფურცელზე დაჯღაბნილი ციფრი და მეორეა, რას ამბობენ ცოცხალი (პირდაპირი გაგებით) ადამიანები. ნახა დანარჩენმა მსოფლიომ, რა სურს თავისუფალ ხალხს.
ორბანმა გაიგო, რომ საქართველო მას არ ელოდა. ევროპას და დასავლეთს გავაგებინეთ, რომ უნდა იმოქმედონ. თუ ხალხის ნებაა მთავარი, დაგვინახეს და ახლა მათი დროა.
და ყველაზე მთავარი, ახლა ველით ოპოზიციის გეგმას“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
გუშინდელი დღე იყო აუცილებელი. პირველ რიგში ჩვენთვის. დავრწმუნდით რომ ადგილზე ვართ, არ გავგიჟდებულვართ და ყველას 41 არ…
Posted by Nanuka Zhorzholiani on ორშაბათი, 28 ოქტომბერი, 2024