LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ცხედრები აღმოაჩინეს – დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა“ – რა ვითარებაა სტიქიის ზონაში

165
სტიქია ესპანეთში

ესპანეთში, ვალენსიის რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა – ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

ვალენსიის რეგიონულ ლიდერზე, კარლოს მასონზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „აღმოაჩინეს წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ცხედრები.

ძლიერი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ და ნიაღვარმა გზები და ხიდები დააზიანა, წაიღო მანქანები და დატბორა ქალაქები.

ვალენსიის რეგიონის ხელმძღვანელმა, კარლოს მაზონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სტიქიის გამო სამაშველო სამსახურები ზოგიერთ რაიონში ჩარჩენილ მოქალაქეებამდე მისვლას ვერ ახერხებენ.

ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ალბასეტეს პროვინციაში, ლეტურის მუნიციპალიტეტში, 6 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g