LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო წილოსანი: „ველოდები, როდის იტყვის ლომჯარია, რომ აზრი არ მოეკითხება და არავინ უნდა ენდოს, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდი არჩევნების გაუყალბებლობაში არწმუნებდა საზოგადოებას, ან იტყვის სიმართლეს, რომ აფერისტია, მისი მიზანი ხალხის მოტყუებაა“

142
ნინო ლომჯარია და ნინო ლომჯარია

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი, ყოფილი სახალხო დამცველისა და ამჟამად ა/ო „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის ნინო ლომჯარიას არჩევნებამდე გაკეთებულ განცხადებას აქვეყნებს, სადაც ის საუბრობს, რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელია.

წილოსანის სიტყვებით, ის ის ელოდება ლომჯარიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ან არავინ უნდა ენდოს და აზრი არ მოეკითხება, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებას არწმუნებდა, რომ არჩევნების გაყალბება შეუძლებელია, „ან მან უნდა აღიაროს, რომ მისი მიზანი ხალხის მოტყუებაა და საზოგადოების არასწორად ინფორმირებით, სურს არჩევნების რეალური შედეგი გააყალბოს“:

„ველოდები როდის გამოვა ნინო ლომჯარია და იტყვის, რომ უმეცარია, აზრი არ მოეკითხება და მას არავინ უნდა ენდოს, ვინაიდან მთელი წინასაარჩევნო პერიოდი არჩევნების გაუყალბებლობაში არწმუნებდა საზოგადოებას, ან იტყვის სიმართლეს, რომ ის არის აფერისტი, მისი მიზანი ხალხის მოტყუებაა, მოტივირებულია, რომ არჩევნების რეალური შედეგი გააყალბოს და დაინტერესებულია საზოგადოების არასწორი ინფორმაციით გამოკვებით ამ ყველაფრის მორალი კი ის არის, რომ ნინო ლომჯარიასთანები ფეხქვეშ თელავენ ჩვენი საზოგადოების ხმებს და ამით ცდილობენ ადამიანების არჩევანი დაასამარონ.“ – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g