LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წლის 9 თვეში საქართველოში მშენებლობაზე 8841 ნებართვა გაიცა

125
მშენებლობა

2024 წლის იანვარ-სექტემბერში მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში 8841 ნებართვა გაიცა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.2%-ით მეტი).

ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

ნებართვების 73.8% მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ქ. თბილისზე, ქვემო ქართლის რეგიონზე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და კახეთის რეგიონზე.

რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიღებულ ობიექტებს, 2024 წლის 9 თვეში 2597 ობიექტი შევიდა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.2%-ით მეტი).

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ქ. თბილისზე, კახეთის რეგიონზე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და იმერეთის რეგიონზე.

magti 5g